"ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია" - რას პასუხობს სალომე ღვინიაშვილი იმ ადამიანებს, რომლებმაც მისი ახალი იმიჯი დაიწუნეს
16:02 / 25-07-2020
მოდელმა და ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ თმა არ გადაუპარსავს და ეს უბრალო გრიმი იყო. „გადავწყვიტე რომ დაგენახოთ, იმიტომ რომ ჩემმა თმამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო, ასე ძალიან თუ გადარდებდათ ჩემი თავი. ეს იყო გადაღებისთვის გრიმი, რომელიც არაჩვეულებრივად შეასრულეს გიგა ბაგრატიონმა და სოფო მაჭავარიანმა. მათ დიდი მადლობა! ჩემი თმა ადგილზეა და ყველაფერი კარგად არის!“,- ამბობს სალომე.