loader

"თუ ეს მიზანმიმართული ბოროტმოქმედება არ არის, მინიმუმ, არაკომპეტენტურობას აქვს ადგილი" - რას ერჩის სახელმწიფო საკლუბო ინდუსტრიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ეს მიზანმიმართული ბოროტმოქმედება არ არის, მინიმუმ, არაკომპეტენტურობას აქვს ადგილი" - რას ერჩის სახელმწიფო საკლუბო ინდუსტრიას

რეგულაციების მოხსნის კვალდაკვალ, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა 13 ივლისიდან შესაძლებელი გახდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება, კულტურული ღონისძიებების ღია სივრცეში გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს.
იმის მიუხედავად, რომ ღია სივრცეში გამართული ღონისძიებების ორგანიზატორები ცდილობენ კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების სრულად გათვალისწინებას, ისინი მაინც დაჯარიმდნენ. თუმცა ამჯერად მიზეზი არა ხალხმრავლობა, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, ელექტრონული მუსიკა აღმოჩნდა.
როგორც ჩანს, ელექტრონული მუსიკა კულტურულ ღონისძიებათა სიაში არ შედის. ასე მოხდა კომუნა "მზესუმზირის" შემთხვევაშიც.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ყველა ის რეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითი ფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი, ისევე, როგორც მათი დაპირება, რომ მითითებების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, არ დავჯარიმდებოდით. ქვეყანაში პარალელურად მიმდინარე აქტივობებიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და ვაპირებთ სასამართლოს გზით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.“