loader

რა კომენტარი გააკეთა პროკურორმა შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირის პროცესის დასრულების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა კომენტარი გააკეთა პროკურორმა შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირის პროცესის დასრულების შემდეგ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მაია ოშხარელმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა.

ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

პროკურატურამ კი ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა.