სერვისი რუსულად, ანუ როგორ არ უნდა მოვექცეთ კლიენტებს - სიუჟეტში მოყვანილია კონკრეტული ვიდეოფაქტები
11:30 / 28-07-2020
ინტერნეტში გავრცელებული ამ კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსული მომსახურების სფეროს მთავარ "ხიბლად" შეგვიძლია, არც მეტი, არც ნაკლები, აგრესია მივიჩნიოთ. სოციალურ ქსელში შეხვდებით არაერთ ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ეპყრობა კლიენტებს მომსახურე პერსონალი ამა თუ იმ დაწესებულებაში ან თუნდაც ტრანსპორტში.