loader

რას ითხოვს ქალი, რომელსაც თბილისში მგზავრობისას ქუჩაში ხე დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ითხოვს ქალი, რომელსაც თბილისში მგზავრობისას ქუჩაში ხე დაეცა

რამდენიმე დღის წინ საბურთალოზე, დოლიძის ქუჩიდან ჩიქოვანის ქუჩაზე მანქანით მიმავალ ქალს ხე დაეცა. საჭეს 28 წლის თამთა ღვანია მართავდა. ამის შესახებ დაშავებულმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
"პალიტრავიდეოსთან" საუბრისას დაშავებული ქალი ჰყვება, რომ ინციდენტის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, დაზიანებული ხე იყო. ღვანია სრულ პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს.

გარდა ამისა, ჩვენთან საუბრისას დაშავებული ჰყვება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ბევრია, თუმცა მერიის მხრიდან რეაგირება ნაკლებად მოჰყვება ხოლმე.