loader

არასრულწლოვნის ჩვენება, რომელიც სხვა მოწმეებისა და დაკავებულების ჩვენებებს ეწინააღმდეგება - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არასრულწლოვნის ჩვენება, რომელიც სხვა მოწმეებისა და დაკავებულების ჩვენებებს ეწინააღმდეგება - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

არასრულწლოვან ა.ქ.-ს ჩვენება, რომელიც სხვა მოწმეებისა და დაკავებულების ჩვენებებს ეწინააღმდეგება - შაქარაშვილის საქმე. ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის გადაწყვეტილებით, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ვახტანგ ჩიქოვანის, ვასილ მახარაძის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის, გიგა ტატიაშვილის, თენგიზ ბარბაქაძის, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძის, საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძის და საბა გოგშელიძის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე. ამის შესახებ ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.