loader

"ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება" - კახა კალაძე

ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე შემუშავებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში პროექტი მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა მორგებული და ქვეითად მოსიარულეებზე. გამზირი მთლიანად ბუნებრივი ქვითაა მოპორკეთებული, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა“, - აღნიშნა კალაძემ.