loader

"კომპიუტერი გახსნილ მდგომარეობაში დამახვედრეს... დაემთხვა ისიც, რომ თამუნას "ფეისბუქგვერდი" წაიშალა" - მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის საეჭვო გარემოებებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კომპიუტერი გახსნილ მდგომარეობაში დამახვედრეს... დაემთხვა ისიც, რომ თამუნას "ფეისბუქგვერდი" წაიშალა" - მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის საეჭვო გარემოებებზე

გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის ბიუროში მას ბაჩალიაშვილის კომპიუტერი დალუქულ მდგომარეობაში არ დახვდა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რამიშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი ამართლებს გარდაცვლილის მამისთვის პოლიციელის მიერ ნათქვამ ფრაზას - კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში არისო.

მას შემდეგ, რაც განცხადება გავაკეთე, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროდან ექსპერტის ჩამოყვანა მინდოდა იმისთვის, რომ კომპიუტერი მათ გაეხსნათ, ვინაიდან ესენი ამბობდნენ, ვერ ვხსნითო, უცებ იპოვეს კოდი. არადა, მანამდე იმ მაღალჩინოსანს ნათქვამი ჰქონდა, რომ "გოგო შარში" იყო. ოჯახს უკვე გამოძიების მიმართ ძალიან დიდი უნდობლობა აქვს.



ასევე დაგაინტერესებთ: "რაღაცა ხდება ხელოვნურად" - რა მოთხოვნას აყენებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა