loader

"ალბათ, იმდენად არის ეს გოგო დაშინებული, კონტაქტზეც არ გამოვა" - ბაჩალიაშვილის დედა არასრულწლოვანზე, რომელიც ამბობს, რომ თამარი გაუჩინარების შემდეგ ნახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალბათ, იმდენად არის ეს გოგო დაშინებული, კონტაქტზეც არ გამოვა" - ბაჩალიაშვილის დედა არასრულწლოვანზე, რომელიც ამბობს, რომ თამარი გაუჩინარების შემდეგ ნახა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მოითხოვს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთოს. გარდაცვლილის დედა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საქმის გამოძიებაში უძლურია.

მისი თქმით, ის გადაცემა "პოლიტმეტრში" გასული ინფორმაცის შემდეგ შეუძლოდ გახდა, სადაც ადგილობრივი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს სოფელ მაწევანში შენიშნეს. დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო, როდესაც პოლიცია ეძებდა.

"იმდენად ალალად და გულწრფელად ამბობს ეს გოგო, რომ ეჭვი არ შემპარვია. ან რაში აწყობდა, გამოსულიყო და ასეთი რამე ეთქვა", - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.



ასევე დაგაინტერესებთ: "როდესაც გამოაცხადეს: დაიკარგაო, მეორე დღესვე შევნიშნეთ, მანქანით გამოიარა... ზუსტად ვიცი, რომ ეგ იყო..." - რას ჰყვება ადგილობრივი გოგონა თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებაზე

"კომპიუტერი გახსნილ მდგომარეობაში დამახვედრეს... დაემთხვა ისიც, რომ თამუნას "ფეისბუქგვერდი" წაიშალა" - მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის საეჭვო გარემოებებზე

"ყველაფერს გავყიდი, არ გავჩერდები, ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს არ დავუშვებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედის პირველი ემოციური ინტერვიუ