X
"ივანიშვილს დიპლომატიური ენა არ ესმის, მეც არ ვაპირებ ენის მოჩლექვას" - სააკაშვილი გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარზე
13:12 / 31-07-2020
სიმართლე არის, რომ ამერიკელებიც და მთლიანად დასავლეთი სულ უფრო კრიტიკულია ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ. მაგრამ, მე მინდა ვთქვა, რომ მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა და ივანიშვილს და მის დამქაშებს არ ესმით დიპლომატიური ენა და ენის მოჩლექვა - არ ესმით! ამიტომ, რა თქმა უნდა, მე მოველი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, როგორც ადამიანი, ვისაც დიდი ხანია აქვს კონტაქტები ამერიკაში და დიდი მეგობრობა მაკავშირებს ამ ქვეყანასთან... მე მოველი კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას პოზიციის და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კომბინაციაში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვნებს მათ შორის, ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში! ივანიშვილს დიპლომატიური ენა არ ესმის. ამიტომ მეც არ ვაპირებ ენის მოჩლექვას და უნდა ვთქვათ, რაც არის. ჩვენ გვჭირდება გაგრძელება ამ კრიტიკის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო ზუსტი ფორმულირებები ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე. აქ უკვე აღარაა სხვადასხვა ფერი, აქ უნდა მოხდეს სრული შუის გაკრეფა და შავის და თეთრის გარჩევა. მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ასეც ჩამოყალიბდება, ყველაფერი იქითკენ მიდის, ტენდენცია სწორია. ველი კიდევ უფრო მეტ ძალიან მკვეთრ პოზიციებს." - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი და ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
3 წლის გაუჩინარებული გოგონას საქმეს 13 წლის შემდეგ ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედია, რომელზეც სერიალიც კი შექმნეს
"ნეტა, გადამეღო ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა
პუტინის ქალიშვილების 7 უცნობი ფოტო, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულმა ბანკირმა  გაასაჯაროვა
"ლაწირაკო, უზრდელო, მაიმუნო!" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და აქტივისტს შორის
"ოქრო დიდ როლს თამაშობს... ცეკვა მრავალფეროვანია" - ერაყში მცხოვრები ქართველი გოგო გვიყვება, როგორ ხდება ქორწინება ერაყში
რა ხდებოდა შაქარაშვილის გაქცევიდან მისი გარდაცვალების მომენტამდე, პროკურატურის ვიდეორეკონსტრუქციის მიხედვით
"ვიყავი სრულიად შიშველი, ნათრევი" - რას ჰყვება არასრულწლოვანი ბიჭი, რომელიც  თბილისში გააუპატიურეს