loader

"პირდაპირ გეტყვით, დილის ხუთ საათზე რომ შემოგივარდება კაცი... და თითქმის, მომიკლავს შვილიშვილს, შემეცოდება თუ რა?" - გოგი თოფაძის კომენტარი და საბედისწერო ღამის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირდაპირ გეტყვით, დილის ხუთ საათზე რომ შემოგივარდება კაცი... და თითქმის, მომიკლავს შვილიშვილს, შემეცოდება თუ რა?" - გოგი თოფაძის კომენტარი და საბედისწერო ღამის დეტალები

გოგი თოფაძის ინფორმაციით, მის შვილიშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ოპერაცია კიდევ გახდეს საჭირო.

"ვნახე ექიმი, რომელმაც მითხრა, რომ ჯერჯერობით ლევანი მართვით სუნთქვაზეა. საღამოს კიდევ ვინახულებ და გავიგებ, რა მდგომარეობაშია. შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს ოპერაცია, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი არ არის. აქედან ისევ პოლიციაში უნდა მივიდე გამოკითხვაზე, ჩემი ცოლი გუშინაც გამოიკითხა და კიდევ არის დაბარებული", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.



ასევე დაგაინტერესებთ: გოგლა ჟვანიას განცხადებით, ბუსა ჟვანია მსუბუქად არის დაჭრილი

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს - დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

"ერთ-ერთმა სტუმარმა დაურეკა "ეს მანდ არისო?"... 4 ჭრილობა აქვს, უგონოდ არის" - გოგი თოფაძე ინცინდენტის დეტალებზე