loader

შთამბეჭდავი კადრები: როგორ დააკავეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა მამაკაცი, რომელიც ბანკში შეიჭრა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შთამბეჭდავი კადრები: როგორ დააკავეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა მამაკაცი, რომელიც ბანკში შეიჭრა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა

უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც კიევში მდებარე "უნივერსალ ბანკის" ფილიალში შეიჭრა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.
"ტერორისტი ავიყვანეთ. აფეთქება არ მომხდარა. დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს." - წერს გერაშჩენკო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

შეგახსენებთ, დღეს კიევის ცენტრში მდებარე "უნივერსალ ბანკის" ფილიალში ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა, რომელიც აცხადებდა, რომ ზურგჩანთაში ბომბი ჰქონდა და შენობის აფეთქებებით იმუქრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პირდაპირ ეთერში განცხადების გაკეთებას და 40 000 უკრაინულ გრივნას ითხოვდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მამაკაცი ეროვნებით უზბეკი, 32 წლის სუხრობ კარიმოვია.