loader

კალაძის ბოდიში იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჭავჭავაძეზე საცობში მოხვდნენ - "რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ვმართავ მანქანას და თქვენს ადგილზე მეც იგივე დამოკიდებულება მექნებოდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალაძის ბოდიში იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჭავჭავაძეზე საცობში მოხვდნენ - "რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ვმართავ მანქანას და თქვენს ადგილზე მეც იგივე დამოკიდებულება მექნებოდა"

"მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, იმ ავტომობილს, ვინც ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძეზე, მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია საცობში დგომა. მეც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ვმართავ მანქანას და თქვენს ადგილზე მეც იგივე დამოკიდებულება მექნებოდა და კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოგიხადოთ" - თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა განახლებულ ჭავჭავაძეზე შეცვლილ სატრანსპორტო სისტემაზე საუბრით დაიწყო.