loader

"დასაფლავებაზე უმანქანოდ იყო, წამოიყვანა თამუნას ბიძაშვილმა, მოვიდა ოჯახში" - რამიშვილი ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებულზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დასაფლავებაზე უმანქანოდ იყო, წამოიყვანა თამუნას ბიძაშვილმა, მოვიდა ოჯახში" - რამიშვილი ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებულზე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე მას კომპიუტერის ექსპერტიზაზე წაყვანილი ჰყავდა, რადგან მან იცოდა, რომ ის ამ სფეროში გარკვეული იყო.

ადვოკატის თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის საქმეზე არაერთხელ არის დაკითხული და მისი სუბიექტის დადგენის საკითხი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ გაგრძელდება.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.