loader

"პატარა გოგონამ მიიღო დიდი სტრესი და შიში... ჟორიკა სასიკვდილო განაჩენისთვის ცოდოა" - თბილისში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატარა გოგონამ მიიღო დიდი სტრესი და შიში... ჟორიკა სასიკვდილო განაჩენისთვის ცოდოა" - თბილისში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ძაღლმა ქუჩაში პატარა ბავშვს კბილი გაჰკრა. ვიდეო ასეთი მინაწერით ვრცელდება: "3 აგვისტოს საღამოს ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ მარკეტთან, სადაც წლებია მიკედლებულია კასტრირებული ძაღლი, სახელად ჟორიკა, ინციდენტი მოხდა. პატარა გოგონა, სავარაუდოდ, მამასთან ერთად მოძრაობდა მაღაზიის წინ.

გოგონა მივიდა ძაღლთან მოფერების მიზნით, მაგრამ ჟორიკას შეეშინდა და კბილი გაჰკრა. საბედნიეროდ, გოგონამ მიიღო მსუბუქი დაზიანება, მაგრამ დიდი სტრესი და შიში.

ჟორიკას საქციელს გამართლება არ აქვს, უნდა დაისაჯოს, მაგრამ სასიკვდილო განაჩენისთვის ძალიან ცოდოა.
ძაღლი გადაყვანილია ცხოველთა მონიტორინგის მიერ მერიის თავშესაფარში და ელოდება განაჩენს.
აქვე გთავაზობთ სათვალთვალო კამერის ამონაწერს, სადაც ეს ინციდენტი კარგად ჩანს."