loader

"ლელოს" მიერ მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე ირაკლი ჩარკვიანის "საქართველო" იყო ჩართული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლელოს" მიერ მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე ირაკლი ჩარკვიანის "საქართველო" იყო ჩართული

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში გაიმართა. კანდიდატების წარდგენას პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის გარდა, "ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.


შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, მომღერალი ქეთათო "სირცხვილიას" აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის გამოყენებას "ფეისბუქზე" გამოეხმაურა და ორგანიზატორები საკუთრების უფლების დარღვევაში დაადანაშაულა.

"როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო", - ნათქვამი იყო ვრცელ პოსტში.