loader

რა კითხვები აქვს თეონა თამაზაშვილს ირაკლი შოთაძესთან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა კითხვები აქვს თეონა თამაზაშვილს ირაკლი შოთაძესთან?

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ შეხვდება. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თეონა თამაზაშვილმა განუცხადა.

როგორც ბაჩალიაშვილის დედა განმარტავს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან მისი დაბულინგება ხდებოდა. თამაზაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მას გენერალურ პროკურორთან კითხვები ექნება. მისივე განმარტებით, პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს.