loader

არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, როგორ განხორციელდა ძალადობა და მკვლელობა - არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, როგორ განხორციელდა ძალადობა და მკვლელობა - არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, საქმისახალ მასალებში ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაცაა, რომელიც მისი წინა ჩვენებებისგან რადიკალურად განსხვავდება.

"საქმის ახალ მასალებში ამირხანაშვილი არის გამოკითხული დამატებით, ეს მისი მეხუთე ჩვენებაა, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება და არ შეესაბამება მის წინა ჩვენებებს. ლოგიკურია, რომ მას სხვაგვარად არ გამოკითხავდნენ. ამირხანაშვილი უარყოფს იმ ფაქტებს რომლის ირგვლივაც ის გამოიკითხა. ეს არათუ დეტალების დაზუსტება, არამედ ჩვენების შეცვლაა," - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.