loader

"შოკში ვარ, ცოტა ხნით ადრე შეირთო ცოლი" - ვინ იყო ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც ბათუმში, მე-20 სართულიდან გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკში ვარ, ცოტა ხნით ადრე შეირთო ცოლი" - ვინ იყო ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც ბათუმში, მე-20 სართულიდან გადმოვარდა

ბათუმის თეატრის მსახიობი ლაშა კუხიანიძე, რომელიც გუშინ დაიღუპა, გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე დაქორწინდა. მან შაბათს ხელი მოაწერა და დროებით ნაქირავებ ბინაში გადავიდა.

მსახიობი ქორწინებიდან მესამე დღეს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეოცე სართულიდან გადავარდა. 

ახალგაზრდა მსახიობის გარდაცვალების გამო ბათუმის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებული ლაშა კუხიანიძე.

ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლებში, ახლაც მიმდინარეობდა ინტენსიური რეპეტიციები მისი მონაწილეობით, რომლის პრემიერა მალევე უნდა გამართულიყო.
გადაღებულია სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებში.

ბათუმის დრამატული თეატრის თითოეული წევრი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს ლაშა კუხიანიძის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს. უფალმა ნათელში დაამკვიდროს მისი სული.

დაკრძალვა 16 აგვისტოს | მის. იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი | ქ. ქუთაისი(ბალახვანი) | გამოსვენება 15სთ."