loader

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 შემთხვევა დაფიქსირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 26 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.

აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსზე კვლევა 235 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დაინფიცირების 26 შემთხვევა გამოვლინდა.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, აფხაზეთში სულ კორონავირუსის 182 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 66 პაციენტი კი განიკურნა.