loader

პირადი ჰიგიენის საშუალებები, რომლებშიც ტყვია აღმოჩნდა - შამპუნი, შხაპის გელი და დეოდორანტი თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში იყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირადი ჰიგიენის საშუალებები, რომლებშიც ტყვია აღმოჩნდა - შამპუნი, შხაპის გელი და დეოდორანტი თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში იყიდება

ტოქსიკური ნივთიერება ტყვია, ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველოში ყოველდღიური მოხმარების საგნებისა და ნივთიერებების უმრავლესობაში ნორმაზე მეტი აღმოჩნდა. პირადი ჰიგიენის საშუალებებში - "ნივეაში", "ჩისტაია ლინიასა" და მათ შორის, ქართული წარმოების დეოდორანტ "ინჯოიში" - ტყვიის შემცველობა გერმანიის ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით, დასაშვებს აღემატება.

ტყვია ერთ ერთია იმ ქიმიურ ჩამონათვალში, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენენ მავნე ზეგავლენას, სწორედ ეს ნივთიერება აღმოჩნდა შამპუნში, შხაპის გელსა და დეოდორანტში, რომლებიც თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში იყიდება. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.