loader

თელავში პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თელავში პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიჭრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიჭრა. შემთხვევა ორი დღის წინ, იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდები იარაღით თამაშობდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოზარდმა შემთხვევით ისროლა. დაშავებული ბავშვი რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.