loader

"ერთი ქალბატონი იყო კონტაქტური და მხოლოდ იმას ამბობდა, მტკივა, ნელაო" - ფოტოები და უცნობი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი ქალბატონი იყო კონტაქტური და მხოლოდ იმას ამბობდა, მტკივა, ნელაო" - ფოტოები და უცნობი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. AMBEBI.GE-ს თვითმხილველი ესაუბრა, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი ჩავიდა და სამაშველო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.

"შემთხვევის ადგილზე, ხევში რომ ჩავედი, საშინელი სურათი დამხვდა. მიკროავტობუსი დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და მგზავრებიდან 17 ქალია, 3 მამაკაცი. ოციდან ერთი კანადის მოქალაქე ყოფილა, რომელიც ზუსტად არ ვიცით, საიდან მოვიდა, მათ დაემგზავრა თუ რა მოხდა.

"მერსედესის" "სპრინტერის" მიკროავტობუსი სისწრაფით მიდენილა, შემდეგ მუშების გაჩერებულ და ცარიელ მანქანას დასჯახებია და ისიც გადაუგდია ხევში. ამ 20-დან 4 ცოცხალი ამოვიყვანეთ და ერთი მალევე გარდაიცვალა.
მთლიანობაში 20 მგზავრიდან სამია გადარჩენილი. ერთი ქალბატონი იყო კონტაქტური და მხოლოდ იმას ამბობდა, მტკივა, ნელაო. მგზავრებს შორის მცირეწლოვნები არ ყოფილან. ყველანი 30 წლამდე ასაკისანი არიან.

ბისოსთან ეს მოსახვევი სახიფათოა და იქ სწრაფად სიარული დაუშვებელია. ახლა მაშველები მუშაობენ ადგილზე, მუშების მანქანა ხეებშია გაჩხერილი და ის ამოჰყავთ თოკებით", - უყვება AMBEBI.GE-ს თვითმხილველი.