loader

რა არის ცნობილი შემზარავ ფაქტზე, რა დროსაც 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ცნობილი შემზარავ ფაქტზე, რა დროსაც 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს

სამართალდამცველებმა იმერეთში 2009 წელს დაბადებულის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 23 აგვისტოს 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. უწყების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობა გამოიწვია.

ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. კადრებს "ფორმულა" ავრცელებს.