loader

“ისეთი კონფლიქტი არ გვქონია, რომ სახლიდან წასულიყო“ - ილია ფილფანის მშობლები ახალ ვერსიებზე საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ისეთი კონფლიქტი არ გვქონია, რომ სახლიდან წასულიყო“ - ილია ფილფანის მშობლები ახალ ვერსიებზე საუბრობენ

ილია ფილფანის მშობლები, “ტელეკომპანია პირველთან“ უახლეს ინფორმაციზე საუბრობენ. მათი თქმით, მუშავდება რამდენიმე ვერსია, მათ შორის გატაცების, უბედური შემთხვევის...

“სამართავდამცავები ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან. გვეუბნებიან, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გაგვაგებინებენ.
ადრე კი იყო პატარა უსიამოვნებები, მაგრამ სერიოზული კონფლიქტი არ გვქონია ისეთი, რომ სახლიდან წასულიყო. ქართულ ენაში მეცადინეობას ვთხოვდი, მაგრამ არ დამიჯერა, ამის გამო დავტუქსე. ყოფითი უსიამოვნებები გქვონდა.“- აცხადებენ მშობლები.

13 წლის ილია ფილფანს მეორე თვეა პოლიცია უშედეგოდ ეძებს.
მოზარდი სახლიდან ველოსიპედით 18 ივლისს დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ილია ფილფანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.