loader

“აღენიშნებოდა თანმხლები ქრონიკული პათოლოგიები - გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, დიაბეტი“- რა ხდება ცნობილი კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აღენიშნებოდა თანმხლები ქრონიკული პათოლოგიები - გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, დიაბეტი“- რა ხდება ცნობილი კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტის შესახებ

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმ-რენიმატოლოგის, ივანე ჯავახიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი, 87 წლის ქალი კლინიკაში შეყვანის დღიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა 29 ივლისიდან, დიაგნოზებით: კოვიდვირუსული ინფექცია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია. ქალს აღენიშნებოდა თანმხლები ქრონიკული პათოლოგიები - გულის ქრონიკული უკმარისობა, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა სარქოვანი პათოლოგია. პაციენტი მკურნალობის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მკურნალობის განმავლობაში უტარდებოდა სათანადო კვლევები და კონსულტაციები, თუმცა დინამიკაში ავადმყოფს აღენიშნა მარჯვენა ბარძაყის არტერიის ანევრიზმის რუპტურა, ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. პოსტოპერაციულად პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა თავისი ქრონიკური დაავადებებიდან გამომდინარე და სამწუხაროდ, დღეს დილით ქალბატონი გარდაიცვალა“,- განაცხადა ექიმ-რენიმატოლოგმა ივანე ჯავახიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით სულ 18 ადამიანია გარდაცვლილი.