loader

"ლოთობდა სულ, ცოლს ურტყამდა, მაგრამ რანაირად ურტყამდა..." - რას ჰყვება მეზობელი თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლოთობდა სულ, ცოლს ურტყამდა, მაგრამ რანაირად ურტყამდა..." - რას ჰყვება მეზობელი თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე

თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ახლობლები ახალ ვერსიაზე ალაპარაკდნენ.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა, კვალის დაფარვის მიზნით კი ხეზე ამის შემდეგ ჩამოკიდა. მეზობლების თქმით, დაკავებული ძალადობდა როგორც შვილებზე, ასევე ცოლზე.

სოფელში მერიის წარმომადგენლის, ფრიდონ კუტალაძის ინფორმაციით, მან ძალადობის შესახებ არ იცოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას აცნობებდა. მისი თქმით, მამაკაცს იცნობდა, მაგრამ არ იცოდა, "ოჯახში როგორი იყო". რწმუნებული პასუხისმგებლობას იმ ადამიანებს აკისრებს, რომლებმაც ინფორმაცია დამალეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა, რომელსაც ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.