loader

“დეა კაპანაძეს შეეშინდა, იცის რაღაცა და მალავს“- თამარ ბაჩალიაშვილის დედა ახალ დეტალებზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დეა კაპანაძეს შეეშინდა, იცის რაღაცა და მალავს“- თამარ ბაჩალიაშვილის დედა ახალ დეტალებზე საუბრობს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მისი შვილის მეგობარს, დეა კაპანაძეს გარკვეული სახის ინფორმაცია აქვს და მალავს. ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა.

„დღეს აქ იმის გამო ვარ, რომ დეა იკითხება. მან დედა და ძმა მომიგზავნა და თვითონ არ მოვიდა.
ესე იგი შეეშინდა, რაღაცას მალავს, რაღაც იცის და ამიტომ. დედამისმა მითხრა შენთან შესახვედრად უნდა მოვამზადოო. როცა თამუნასთან ერთად მოდიოდა, მაშინ რატომ არ სჭირდებოდა მომზადება?!“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი იმყოფებიან.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.