"გარკვეული შეზღუდვები მოგვიწევს" - მომავალი კვირიდან ვაკის პარკის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება
13:01 / 26-08-2020
თბილისის მერია მომავალი კვირიდან ვაკის პარკის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მერის განმარტებით, ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.