loader

"ცამდე მართალი ვარ" - რა სიტყვა წარმოთქვა სასამართლოში თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამამ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცამდე მართალი ვარ" - რა სიტყვა წარმოთქვა სასამართლოში თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამამ

ცამდე მართალი ვარ, - ამის შესახებ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამამ, ფრიდონ აბჟანდაძემ ზესტაფონის სასამართლოში, პროცესზე განაცხადა და შვილის მიმართ ძალადობა და მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა კატეგორიულად უარყო.

სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

"ცამდე მართალი ვარ. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე. მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად", - აღნიშნა ბრალდებულმა.

თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული.