loader

“მითხრა, ამ გზაზე პირველად ვარო, მოგვიანებით ვნახე, მაქანა გაჩერებული ჰყავდა და “უჩხიკინებდა“- მძღოლი შატილის ტრაგედიის ახალ დეტალებს ჰყვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მითხრა, ამ გზაზე პირველად ვარო, მოგვიანებით ვნახე, მაქანა გაჩერებული ჰყავდა და “უჩხიკინებდა“- მძღოლი შატილის ტრაგედიის ახალ დეტალებს ჰყვება

მძღოლი რამაზ სებისკვერაძე, რომელიც შატილის ტრაგედიის მსხვერპლს, მმიკროავტობუსის მძღოლს რამდენჯერმე ესაუბრა, ახალი დეტალების შესახებ საუბრობს.

“ვუთხარი უკან გამომყევი, როგორც მე ვივლი ისე იარე მეთქი. მითხრა, რომ ამ გზაზე პირველად იყო.
“ტორმუზებმა“ გაუცხელა, მეტი ვერსია რა უნდა იყოს. ჯერ გადამასწრო, ცოტა ხნის შემდეგ ვნახე, გაჩერებული იყო. “ტორმუზებმა“ ხომ არ გაგიცხელა მეთქი, შევეკითხე, არაო.

როცა მანქანას აჩერებ, ისეთი სისტემაა მერე, რომ “ტორმუზი“ უვარდება. არ იცოდა ეტყობა. რომ დაჯდა ალბათ ისევ აიღო სიჩქარე, მაგრამ “ტორმუზებმა“ უმტყუნა.“- ჰყვება მძღოლი.