loader

ხატია დეკანოიძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხატია დეკანოიძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

"ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ: თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის. მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის", - დაწერა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

შეგახსენებთ, რომ ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნულ ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვა.