loader

რომელი ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ ირმა ინაშვილის სპეციალურ ბრიფინგზე, რა დროსაც მან აფხაზეთში ვიზიტზე ისაუბრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელი ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ ირმა ინაშვილის სპეციალურ ბრიფინგზე, რა დროსაც მან აფხაზეთში ვიზიტზე ისაუბრა

დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც მისი და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ლომიას აფხაზეთში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პატრიოტების" ლიდერებმა ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს.

"მინდა გაცნობოთ, რომ 18 აგვისტოს, გასულ სამშაბათს, მე, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ნამდვილად გახლდით აფხაზეთში. ამთავითვე აღვნიშნავ, რომ ამ ვიზიტის ორგანიზატორი გახლდათ ბატონი დავით თარხან-მოურავი, რომელმაც თავისი პირადი კონტაქტებით, მოსკოვში თავისი მეგობრების ხელშეწყობით უზრუნველყო ეს ვიზიტი.