loader

“ისე არ მოხდეს, მწყემსებმა ნახონ შენი ძვლები, იქვე ეგდება შენი ტელეფონიც“ - ვინ არის “თეთრიწყაროს ვოლკი“, რომელსაც თეონა თამაზაშვილი მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ისე არ მოხდეს, მწყემსებმა ნახონ შენი ძვლები, იქვე ეგდება შენი ტელეფონიც“ - ვინ არის “თეთრიწყაროს ვოლკი“, რომელსაც თეონა თამაზაშვილი მიმართავს

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილისდედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“თეთრიწყაროს "ვოლკო" ჯიმშერ აფციაურო!!! შემთხვევით იმის ილუზია ხომ არ გაქვს ყოველივე ამის მერე ბედნიერად გააგრძელებ ცხოვრებას შენს ორ ქალიშვილთან ერთად?

როცა ჩემს თამოს აწამებდნენ და კლავდნენ იდექი და გულგრილად უყურებდი ყველაფერს,რაც მთავარია შენები ხომ კარგად გყავდნენ. ვინ იცის იქნებ შენს გარაჟშიც გყავდა თამოს მანქანა დამალული. გირჩევ გოდერძი ჩოხელის "მგელი" წაიკითხო. ხანდახან მგლებიც ჭამენ თავიანთ წინამძღოლს, როცა შეცდომას უშვებს და ისე არ მოხდეს მწყემსებმა ნახონ შენი ძვლები და იქვე ეგდება შენი ტელეფონიც იდენტიფიკაციისთვის, როცა დაგირეკავს მწყემსი. ხომ პირველად შენთან დარეკავს არა? შვებულებაშიც და იმ ქვეყანაშიც რომ იქნები. მერე პრესსცენტრს მივმართავ "ა კაკ ტამ დრავა" მეთქი. დრავა ხომ ცხედარს ნიშნავს შენი გაგებით. შენით ვიწყებ "ადინოკი ვოლკო",(როგორც შენ დაიწყე პირველმა გამოძიება ვითომ) თუ რომელმა რუხმა მგელმა შეგჭამა ან რომელმა რუხმა კარდინალმა გაგწირა საცოდაო არსებავ.“- წერს თეონა თამაზაშვილი.