loader

“ორი აკავებდა და ერთი ურტყამდა, ეუბნებოდნენ თავში ჩაარტყიო“ – 77 წლის, რეანიმაციაში მყოფი ქალი აცხადებს, რომ ექიმმა და ექთნებმა სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ორი აკავებდა და ერთი ურტყამდა, ეუბნებოდნენ თავში ჩაარტყიო“ – 77 წლის, რეანიმაციაში მყოფი ქალი აცხადებს, რომ ექიმმა და ექთნებმა სცემეს

77 წლის ქალი აცხადებს, რომ ექიმმა და ექთნებმა სცემეს.

ოჯახის წევრები ვიდეო ჩანაწერების ამოღებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პაციენტს სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობა.
“სითი მედიკალში“ რამდენიმე ხნის წინ პოლიცია იმყოფებოდა, დაიწყო გამოძიება.

პაციენტის ოჯახის წევრების თქმით, შემთხვევა მოხდა გუშინ ღამით. 77 წლის ქალი გუშინ წინ შემოიყვანეს კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით და გამოკვლევებისთვის დააწვინეს რეანიმაციაში. დღეს დილით კი აღმოაჩინეს, რომ ხელის არეში პაციენტს ძლიერი დაზიანება აქვს მიყენებული.

“ხუთი ადამიანი მცემდაო. ღამე მორიგე ექიმმა მცემაო. თავიდან ბოლომდე, ორივე ხელზე დალურჯებები აქვს. ორი აკავებდა და ერთი ურტყამდა, თურმე ეუბნებოდნენ, თავში ჩაარტყიო. ტელეფონის ეკრანი გატეხილი აქვს და პერანგზე არც ერთი ღილი აღარ აქვს“- აცხადებენ ოჯახის წევრები “რუსთავი 2“-თან საუბარში.