loader

“მშობელი შენობაში ვერ შევა, ბავშვს ადმინისტრაცია ბაღის შესასვლელთან გაუყვანს“ - რა შეზღუდვებსა და წესებს ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი, რომლითაც საბავშვო ბაღები იმუშავებენ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მშობელი შენობაში ვერ შევა, ბავშვს ადმინისტრაცია ბაღის შესასვლელთან გაუყვანს“ - რა შეზღუდვებსა და წესებს ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი, რომლითაც საბავშვო ბაღები იმუშავებენ?

საბავშვო-ბაგა ბაღებში მუშაობის პროტოკოლი დამტკიცებულია.
ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება.
მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ.

პროტოკოლის მიხედვით, უნდა შემუშავდეს ისეთი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იქნება.

ბაგა-ბაღებში უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციის და ბავშვების თერმოსკრინინგი.
აკრძალულია მშობლების დაშვება ბაღის ტერიტორიაზე - ბაღის შენობაში და არა ბაღის ეზოში.

აკრძალულია სათამაშოების სახლიდან წამოღება.
ბავშვების ყოველდღიურ ტრენინგში თუ სასწავლო მასალაში უნდა შევიდეს ახალი თამაშები, რომლებიც მიმართული იქნება იმ საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის გაწერილი. ეს შეიძლება იყოს, როგორ დავაცემინოთ ისე, რომ სხვები არ დავაზიანოთ; უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის ჟესტებით მისალმება და ასე შემდეგ.
თუ დღის განმავლობაში ბავშვს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მათთვის გამოყოფილი იქნება საიზოლაციო ოთახი, სადაც გაწერილი პროცედურების მიხედვით იხელმძღვანელებენ.