loader

“გვახსოვს თმებით ათრიეს და გამოაგდეს უკრაინიდან, დღე-დღეზე ისევ გამოაგდებენ“ - ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური პროგნოზი მიხეილ სააკაშვილის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გვახსოვს თმებით ათრიეს და გამოაგდეს უკრაინიდან, დღე-დღეზე ისევ გამოაგდებენ“ - ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური პროგნოზი მიხეილ სააკაშვილის შესახებ


“როგორც ჩანს, იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი და ძალაუფლების დაბრუნების სურვილით შეპყრობილი, რომ მას ჰგონია, ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს. არც ერთ შემთხვევაში! დღეს, სხვა რეალობაა საქართველოში“,- ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვას, რომ ის საქართველოში ბრუნდება.

“უკრაინაში მისი როლი არის ნულის ტოლფასი. მას დღე-დღეზე გამოაგდებენ იქიდან, ისევე როგორც გააგდეს დაახლოებით, 1 თუ 2 წლის წინ. ჯერ თმებით ათრიეს და შემდეგ გამოაგდეს უკრაინიდან.“- განაცხადა ღარიბაშვილმა.