loader

საჩუქარი, რომელმაც გიორგი გახარია ბავშვივით გაახარა - რაგბის ბურთი ხელმოწერებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საჩუქარი, რომელმაც გიორგი გახარია ბავშვივით გაახარა - რაგბის ბურთი ხელმოწერებით

მორაგბეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საჩუქრად რაგბის ბურთი გადასცეს, რომელზეც სარაგბო კლუბებისა და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მორაგბეების ხელმოწერებია.

“საქართველოში რაგბი მხოლოდ სპორტის ერთ-ერთი სახეობა არ არის. ამ თამაშმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი იდენტობის ნაწილადაც კი იქცა. გარდა ამისა, ჩვენმა საამაყო ნაკრებმა არაერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ და რაგბი ჩვენი თამაშია.
მთავრობა ყველაფერს აკეთებს ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ასევე მთავრობამ რაგბის კავშირის ფინანსური პრობლემები სრულად გადაწყვიტა.“- განაცხადა პრემიერმა.