loader

"ვტიროდით ეს რომ გავიგეთ" - ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც უცხოეთში ხათუნას მკურნალობას 75 000 ევროთი დააფინანსებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვტიროდით ეს რომ გავიგეთ" - ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც უცხოეთში ხათუნას მკურნალობას 75 000 ევროთი დააფინანსებს

მომღერალ ხათუნა ჟორდანიას მძიმე სენის დასამარცხებლად საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება. მისი მეუღლე, ზურა ხაჩიძე ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას ამბობს, რომ ხათუნას ავსტრიაში ექიმები ხუთ კვირაში განკურნავენ.

"ისრაელშიც ვიყავით, სადაც ექვსი ქიმიოთერაპია გავუკეთეთ. ავსტრიის კლინიკის ექიმები კი გვექუბნებიან, რომ ხათუნასთვის ექვსი ქიმიოთერაპია საჭირო არ იყო და სამიც საკმარისი იქნებოდა. როგორც ჩანს, აქ სამედიცინო ბიზნესია ჩართული და ბევრი ქვეყანა არაკეთილსინდისიერად ცდილობს პაციენტისგან თანხების მოზიდვას. "დაფინანსებაზე ფონდ "ქართუში" განაცხადი შევიტანეთ და პასუხს ველოდებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების თაობაზე ზეპირი თანხმობა უკვე გვაქვს და იმედია, ფონდი "ქართუ" ფინანსებს მალე გამოყოფს და ხათუნას საბოლოოდ განვკურნავთ", - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ "სარკესთან" საუბრისას