loader

"უკვე ნევროზი მაქვს" - რას წერენ მშობლები, რომელთა შვილები დღეს ვერც სკოლაში წავიდნენ და ვერც ონლაინგაკვეთილს დაესწრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკვე ნევროზი მაქვს" - რას წერენ მშობლები, რომელთა შვილები დღეს ვერც სკოლაში წავიდნენ და ვერც ონლაინგაკვეთილს დაესწრნენ

დღეს დილიდან, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ეზო, დერეფნები და საკლასო ოთახები ბავშვების ჟრიამულით უნდა ახმაურებულიყო, საგანგებოდ ამ დღისთვის გამოპრანჭული ბავშვებითა და მასწავლებლებით ავსებულიყო. თუმცა სასწავლო დაწესებულებები სწავლის პირველ დღესაც ისევე მდუმარედ ხვდებიან, როგორც გასული სასწავლო წლის ბოლო დღეს შეხვდნენ. ქვეყანაში კორონავირუსის ხელახალი აფეთქების გამო სწავლა დღეიდან ქვეყნის 6 ქალაქში კვლავ დისტანციურად განახლდა. მაგრამ არაერთი მშობელი წერს, რომ მათი შვილები დისტანციური გაკვეთილის გარეშეც დარჩნენ, ნაწილ სკოლებს საგაკვეთილო ცხრილიც კი არ აქვს მზად.

„ვერ უტარებენ გაკვეთილს. მოიწერეს, ჯერ ცხრილი არ გვაქვს და თიმსშიც არ არის ასახული საგნებიო.“
„პირველი ექსპერიმენტული მიზეზიც კი უცნობია. კომუნიკაცია - 0, დირექცია - უნიათო“.
განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იმ მოსწავლეების მშობლები გამოთქვამენ, ვისი შვილებიც სკოლაში წელს პირველად შედიან.
„პირველკლასელმა რა ქნას, ხალხო, გამაგებინეთ“.

„ბავშვები განათლების გარეშე დავტოვოთ? უკვე ნევროზი მაქვს“ - წერენ მშობლები.
განათლების სამინისტრომ პირველკლასელი ბავშვების მშობლებს ასე ეხმაურება: „ვიზიარებთ, ძალიან მტკივნეულია“.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 1-ელ ოქტომბერს დაიწყება.