"ალეკო გისმენთ", ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი განათავსა
14:07 / 16-09-2020
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო ნომერი ჯერ არ აქვს, ამიტომ ბანერზე ტელეფონის ნომრის დაწერა არჩია ხალხთან ურთიერთობისთვის და აზრების გამოცვლისთვის.
"ბოდიში, ვისაც დაკავებას გაძლევთ. არ ჩერდება ტელეფონი და არც უნდა გაჩერდეს! უკეთესი უბნისთვის, ქალაქისთვის, ქვეყნისთვის - ყველას ყოველთვის მოვუსმენ. 24/7-ზე. ალეკო გისმენთ! 593 584052" - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.