X
“ძალიან ფრთხილად ვსუნთქავ, უკვე 25 ვართ, მძიმე ისევ ერთია“- თეონა ცხომელიძის თქმით, კლინიკამ პალატები და ინფიცირებულები დაამატა
23:10 / 16-09-2020

“ძალიან ფრთხილად ვსუნთქავ, ოდნავ ზედმეტად თუ მომივიდა ხველა მეწყება. ვერ ვიტყვი რომ სუნთქვა გამიძნელდა, უბრალოდ სხვა ყველა თუ გაუცნობიერებლად სუნთქავს, მე ყოველ ჯერზე მახსენდება რომ სხეული ამას აკეთებს, წამში ერთხელ, თუ რამდენჯერაცაა. სიცხე მაქვს ყოველ საღამოს და ღამე, მიმაგდო. თუ ასე გაგრძელდება ფილტვების შემოწმება მოგვიწევს.

ნინოს ვეუბნები, რომ ჩემი რეცეპტორია- კი ვჭამ, მაგრამ გემრიელია, მჟავე თუ ტკბილი ჩემი კოვიდ-მეზობელი მეუბნება. გუშინ სოფომ გველთევზით მომზადებული კერძი გამომიგზავნა, სულ ძალით გავასინჯე მეთქი მითხარი როგორია - გველებს ნუ მაჭმებო - გვქონდა ერთი ხორხოცი. გასინჯა ჩემი ხათრით, მაგრამ ვაი მაგ გასინჯვას. არ მოეწონა - მე კი არ მითხრა, თავის ვასასა შვილს ჩურჩულით მოახსენა ვიდეოზარისას, გუშინ არ შევიმჩნიე, ჰო და - გავიგე, ნინო ექსპერიმენტი ჩავატარე: ვაშლი და მსხალი დავჭერი და თვალდახუჭულმა ვჭამე, მეთქი აბა თუ გავარჩევ, გავარჩიე - მსხალი უფრო რბილი იყო, გემო იდენტური 100%. მედდა ლალი ახლა უფრო დიდ დისტანციაზე დარბის, გუშინ ერთი მთლიანი განყოფილება დაგვემატა. გახსნეს ორ ფრთიანი კარი და ალბათ 20 მეტრიანი დერეფანი, თავისი პალატებით შემოემატა ჩვენს ტერიტორიას. უკვე 25 ვართ, მძიმე ისევ ერთია, ისევ იმას გულვშემატკივრობთ ყველა და კიდევ პატარას, მეზობელი პალატიდან. წლის არაა, კარგია, როცა გაიზრდება ეს ამბები არ ემახსოვრება.

არის მომენტები როცა ძალიან გიჭირს ემოციურად. გონება უარს ამბობს რეაობის მიღებაზე და ეჭიდავები. ვხედავ როგორ ვეხუტები ბავშვებს, მერე წყდება სცენა და ასე მუდმივად... დაღამება განსაკუთრებით აუტანელია, ყველა თავის სახლში მიდის ამ დროს და შენ 4 კვადრატში უნდა ამოიხრჩო ისევ.

'რეზო და ბავშვების' რეზომ 4 ახალი ტრეკი გამომიგზავნა, ინჰალაციისას ვუსმენ ხოლმე ყურსასმენებში, წამლების შესუნთქვისას მარტო მე ვღიღინებ ალბათ. ყველა თავისი მიმართულებით რომ ცდილობს დაგეხმაროს, გულისამაჩუყებელია ძალიან და აქ როგორც აქამდეც გითხარით განსაკუთრებით ემოციური ხარ ადამიანი. გუშინ სადღაც ფოიერვერკი იყო და ვიტირე.“- წერს თეონა ცხომელიძე.


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ვიქტორია ბექჰემმა ლეგენდარული “ფეხის აწევა“ ქალიშვილთან ერთად გაიმეორა -დიზაინერი ყვითელი პრესის განხილვის საგანი გახდა
“მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო“ - ვინ არის ექიმი, რომელსაც პაციენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
“რა კარგი წყვილია... საყვარლები არიან“ - ლელა წურწუმიამ შვილის რჩეული გამოაჩინა
“მაქვს სიცხე, მაგრამ სულით არ ვეცემი“ - მაია ასათიანი კოვიდინფიცირების შესახებ საუბრობს
“ფრთხილად! ჩნდება ორი ძალიან რთული დაავადება, ორგანოები განიცდის მუტაციას, ეს ბაქტეოროლოგიური ომია!“- ლელა კაკულია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
“ბავშვი გვიან იწყებს ლაპარაკს, ვერ იმახსოვრებს ინფორმაციას, სკოლაში აქვს პრობლემები მათემატიკაში და ლიტერატურაში“- რა ზიანი მოაქვს ტყვიის მაღალ შემცველობას პატარებში?
“ალბათ ვიქნები სუბიექტური...“ - რატომ არ დაესწრო ნანუკა ჟორჟოლიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისი კანდიდატურის წარდგენას?
“ეს ის არის, რაც ტურისტებს ძალიან უყვართ“ - გოგა ჩანადირის შოკისმომგვრელი აღმოჩენა ფოთში, რითიც ევროპა მილიონობით ტურისტს მიიზიდავდა