loader

“ყველაზე კლასნი ხარ“ - პრემიერს თბილისის "ლოკომოტივისა" და "დინამოს" გამარჯვებას ულოცავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყველაზე კლასნი ხარ“ - პრემიერს თბილისის "ლოკომოტივისა" და "დინამოს" გამარჯვებას ულოცავენ


“ბრავო თბილისის "ლოკომოტივს"!!!

"დინამოც" გავიდა! გილოცავთ გამარჯვებას!“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის "ლოკომოტივისა" და "დინამოს" გამარჯვებას აღნიშნავს.

“გილოცავ ბრო...
ყველაზე კლასნი ხარ“ - ასე ამხნევებენ გახარიას თანამოქალაქეები.

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანური "გრანადა" იქნება. მატჩს „მიხეილ მესხი 2“-მა უმასპინძლა.
მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას მოსკოველები ფლობდნენ, პირველი სახიფათო მომენტი სწორედ მათ შექმნეს, თუმცა შესვენებაზე ანგარიში 0:0 იყო.
მეორე ნახევარში თბილისელებმა გოლი გაიტანეს, თორნიკე კირკიტაძის ჩაწოდებით, ირაკლი სიხარულიძემ 1:0 დააფიქსირა. 76-ე წუთზე კი გავაშელიშვილმა მეორე გოლი გაიტანა.
მატჩის ბოლოს მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ანგარიში შემცირდა - 2:1.
თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა.