loader

"კატასტროფულ შედეგს მივიღებთ" - რა ხდება წყნეთის ტყეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კატასტროფულ შედეგს მივიღებთ" - რა ხდება წყნეთის ტყეში

ეს წყნეთია, ეს კი - წყნეთის ტყე, რომელიც შესაძლოა, მალე ბეტონის ქალაქად გადაიქცეს. წყნეთში მცხოვრები დავით ჯიქია ამბობს, რომ ამ ადგილას ტყის გაჩეხვა 10-12 წლის წინ დაიწყო, სწორედ იმ დროს, როცა ადგილები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით დარიგდა. ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წელია ტყის გაჩეხვა აქტიურად მიმდინარეობს და მის ნაცვლად საცხოვრებელი სახლები შენდება. როცა მიხვდა, რომ ტყის გაჩეხვას დასასრული არ უჩანდა, 3 წლის წინ "ფეისბუკლაივის" მეშვეობით ცდილობდა, ხმა მიეწვდინა მერიისთვის, რომ ეს პროცესი მთლიანად გამოიწვევდა წყნეთის ტყის გაჩეხვას, თუმცა მის მცდელობას რეაგირება არ მოჰყოლია.

დავით ჯიქია ვარაუდობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და სარეკრეაციო და სატყეო ადგილები ბეტონად გადაიქცევა. მას ერთადერთი მიზანი აქვს, გადაარჩინოს ტყე, რომ ისედაც დამძიმებული ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.