loader

"როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ, ბოდიში, მაგრამ…" – მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ, ბოდიში, მაგრამ…" – მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ, ბოდიში, მაგრამ ვეღარ ფიქრობს, ბულინგს სჩადის თუ ქველმოქმედებას!!! არ გამოიყვანო წყობიდან და არც მიიღებ პასუხს !! ანუ არაცნობილ ადამიანებს შეუძლიათ მიაყენონ შეურაცხყოფა ცნობილს და მათი გაბრაზებული პასუხი ბულინგია??? !!!

არ გამომიხტეთ ახლა ამ მოდური ტენდენციების მიმდევრები. ბულინგი კი არა, ისეთ ბულინგს სჩადიხართ ყოველდღე, ვერც კი აცნობიერებთ. ცნობილი ადამიანებიც თქვენნაირი ადამიანები არიან, აქვთ ნერვები, რეაქციები, შეცდომები, ბრაზდებიან, სწყინთ და ა.შ !!!!

ცნობადობა არაფერს ცვლის, მერწმუნეთ!!!

შეეშვით აგრესიებს და უკანაც არ დაგიბრუნდებათ!!!" - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.