X
"დღეს რომ გავიღვიძე, ტირილი მომინდა... არ იტიროო, მთხოვა" - თეონა ცხომელიძე
12:04 / 22-09-2020
ტელეწამყვანი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში წერს: "აღარ მინდოდა წერა ჩემს ამბებზე, მაგრამ თურმე იმდენი ადამიანი ელოდება და მკითხულობს, სად დაიკარგე, რატომ არ წერო... ამიტომ მოგიყვებით, რა ხდება კორონას მეორე, არანაკლებ მძიმე ეტაპზე.

#კოვიდინფიცირებული დღე 12

დღეს რომ გავიღვიძე და ისევ ამ კედლებში ვიყავი, ყვირილი მომინდა. კოვიდინფიცირებულების კარანტინში ვრჩები და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ, ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია. არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ოთახიდან ვერ გავდივარ. ვგრძნობ, როგორ ვსუსტდები ამ უმოძრაობისგან. თავს ვგრძნობ რადიაციულ ცხოველად. დღეში სამჯერ შეფუთული ადამიანი აკაკუნებს და საკვებს მაწვდის - ესაა მთელი ჩემი ურთიერთობა გარესამყაროსთან. ალბათ, ძალიან დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად, შეუძლებელია ამ ყველაფერში მოხვდე და მენტალურად ჯანმრთელი დარჩე.

ამდენი დრო უსაქმურობისთვის არასოდეს მქონია. 3 წიგნი წავიკითხე, 15 ფილმს ვუყურე და თვალები მტკივა უკვე. აღმოვაჩინე აზერბაიჯანული არხი, სადაც ეთერში ქორწილის ჩანაწერებს უშვებენ და რუსული, სადაც ექსტრასენსი ზის პირდაპირ ეთერში და მაყურებლებს მკითხაობს, ჯადოს ხსნის-უკეთებს. მოკლედ, შელოცვამდე გავუძელი.

სასტუმრო სავსეა ჩემნაირებით, მაგრამ ისეთი სიჩუმეა, თითქოს მარტო ვარ. მგონია, რომ
ჯეკ ნიკოლსონმა უნდა მომიკაკუნოს ნაჯახით, თუმცა კაკუნი საჭირო არაა, აქ არცერთი კარი არ იკეტება. იმაზე, რომ სხვა ადამიანებიც არიან, მხოლოდ კარებთან დატოვებული ნაგვის პარკები მიანიშნებს.

სავარაუდოდ, ხვალ გამიკეთებენ ტესტს, ორჯერ უნდა მოვიდეს უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც გამომიშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა დრო დასჭირდება. დიმოს რომ ველაპარაკე გუშინ, მთხოვა, არ იტიროო, აქეთ მაწყნარებს თვითიზოლაციაში გამოკეტილი 10 წლის ბავშვი."
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
როგორ ემუქრება მძევლებს და ამტვრევს ტექნიკას აგრესიული თავდამსხმელი - სათვალთვალო კამერის ჩანაწერები
“ახლა რომ მოგხსნა რა მოხდება?“- ინგა გრიგოლია შეეცადა ნიკა მელიასთვის სამაჯური მოეხსნა, რა მოხდა პირდაპირ ეთერში?
“გამოვედი სცენაზე, ვმღერი... თავში მომხდვა რაღაცა“- აჩიკო მეფარიძის სასაცილო ისტორია საბერძნეთში გამართული კონცერტის შესახებ
“დავიწყე მოპარვა, შენობებში ღამით ვიპარებოდი... ვინ დაიჯერებდა, რომ წლების მერე სექს სიმბოლოს დამიძახებდნენ“- შორენა ბეგაშვილი სკანდალურ დეტალებს ჰყვება
“ამირხანაშვილს ორჯერ შევთავაზეთ შაქარაშვილის მოძებნა, უარი განაცხადა... ბუჩქებისკენ იყურებოდა და პირჯვარს იწერდა“ - ვახო ჩიქოვანის სკანდალური ჩვენება დახურული სხდომიდან
“ახლა მაგარ რაღაცას გაჩვენებთ“ - რა მოხდა ბათუმში, რამაც საზოგადოება ააღელვა?
რა არის გრიპის ვაქცინაცია და საშიშია თუ არა აცრა - პასუხი ყველა კითხვაზე
“ეს ის არის, რაც ტურისტებს ძალიან უყვართ“ - გოგა ჩანადირის შოკისმომგვრელი აღმოჩენა ფოთში, რითიც ევროპა მილიონობით ტურისტს მიიზიდავდა