loader

“გუშინ ღამე ისევ იყო შეტევა, ჰაერი უბრალოდ არაა, გჭირდება ჟანგბადი, ფეხები მაღლა უნდა აწიო“- რა ახალ სიმპტომებზე წერს კოვიდინფიცირებული ვიკა ბუკია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გუშინ ღამე ისევ იყო შეტევა, ჰაერი უბრალოდ არაა, გჭირდება ჟანგბადი, ფეხები მაღლა უნდა აწიო“- რა ახალ სიმპტომებზე წერს კოვიდინფიცირებული ვიკა ბუკია?


“ძნელია წერა, როცა რაღაც მეხდაცემული ხესავით გრძნობ თავს. გაჩხერილი ვარ. არც იქით, არც აქეთ. მთელი ღამე მეჩვენებოდა, რომ ოთახი პატარავდება. რატომ გავიჭედე? ენერგია ნული, მინუს უსასრულობა. გუშინ ღამე ისევ იყო ეს შეტევა: ოფლი სახეზე, უჰაერობა, გულისერევა და პანიკური შიში. მაგ დროს ჰაერი უბრალოდ არაა. შემდეგ გჭირდება ჟანგბადი, ფეხები მაღლა უნდა აწიო, დაუძახო ექთნებს და უბრალოდ პანიკას არ აყვე. არ აყვე. არ აყვე. ეს ალბათ უკვე ვირუსი აღარაა. უფრო პანიკა მიტევს.
დღეს ვწევარ. არაფერი არ მჭირს. უბრალოდ არ მაქვს 1 გრამი ძალა. როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი ჩემი იმუნიტეტის გამო ხდება, რომლის აღდგენა მშობიარობის შემდეგ ვერ მოვასწარი.
ლევანი უფრო კარგადაა. ტესტები გაგვიკეთეს, ველოდებით პასუხებს.
მიყვარხართ“- წერს ვიკა ბუკია.