loader

სამი ცნობილი ქართველი, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამი ცნობილი ქართველი, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ

გასული კვირის ბოლოს მომღერალი ნინი ბადურაშვილი „ფეისბუკსკანდალში" გაეხვა. ნინი ბადურაშვილი "კაცების შოუში" იმყოფებოდა სტუმრად. გადაცემის შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა, სადაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: "ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი", რასაც თავად მომღერალი გამოეხმაურა: "ამ ვიდით რამდენს ბედავ!" მომღერლის კომენტარი კრიტიკის საბაბი გახდა.
მოგვიანებით მომღერალმა ბოდიში მოიხადა.

კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც. ჟურნალისტი სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს.

გუშინ კი გადაცემა "თვითიზოლაციაში" მსახიობმა ილო ბეროშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა. შეკითხვაზე, ვინ არის ყველაზე ცუდი,  მსახიობმა გურამ შარაძე დაასახელა, რასაც სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.
დღეს კი ილო ბეროშვილმა ბოდიში მოიხადა. როგორც მსახიობმა განმარტა, მას შარაძე ბერბიჭაშვილში შეეშალა.