loader

“დღეს ჩემი ყურებით მესმოდა განწირული ადამიანების ტირილი, არა ბღავილი“ - კოვიდინფიცირებულის დღიური ბოქსირებული პალატიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დღეს ჩემი ყურებით მესმოდა განწირული ადამიანების ტირილი, არა ბღავილი“ - კოვიდინფიცირებულის დღიური ბოქსირებული პალატიდან


ბათუმის ბულვარის იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, თამარ თავართქილაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მძიმე დღე იყო, ფიზიკურადაც და ემოციურადაც. ახლა უკეთ ვარ. მადლობა ამდენი სითბოსთვის და გამხნევებისთვის. ბნელია ჩემთვის ის ადამიანი, ვინც ამ საშინელი ვირუსის არსებობას ცინიზმით და რაღაც ქილიკით უდგება !!!
დღეს ჩემი ყურებით მესმოდა განწირული ადამიანების ტირილი, არა ბღავილი - ოჯახის წევრის გარდაცვალების ამბავი რომ გააგებინეს, მერე რაა რომ ასაკიანის, ისიც ვიღაცის მამაა, ბაბუაა , უსაყვარლესი ადამიანია და აღარაა, ვირუსი მოერია, ვერ დაამარცხა ! ვტიროდი მთელი გულით, არ ვიცი ვის
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს !
გაიკეთეთ პირბადე !
დაიცავით ელემენტარული წესები !
ექიმებს გავუფრთხილდეთ, ადამიანები არიან, რობოტები არა ! მეც გამიჩნდა დღეს ერთი პერიოდი პრეტენზიები, მაგრამ ყველასთან ყოველ წუთს ვერ მივლენ, ჩემნაირი ბევრზე ბევრია , სამწუხაროდ! და კიდევ უფრო მძიმე !
ჩვენი ჯანდაცვა კი არა აშშ-ს ჯანდაცვა ვერ უძლებს ზედმეტ პაციენტს, რთულ პაციენტს !
ყველა მიყვარხართ და ყველა კარგად ვიქნებით ამ ჯანდაბა კორონას რომ დავასამარებთ !!
პ.ს. დაგღლით ჩემი სიახლეებით სანამ აქ ვარ“- წერს თამარ თავართქილაძე.