loader

“მეც რაღაცა სიმბოლო ვარ საქართველო- უკრაინის მეგობრობის, მაგრამ დავითი იყო ყველაზე დიდი“ - მიხეილ სააკაშვილი კურორტ მირგოროდიდან მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მეც რაღაცა სიმბოლო ვარ საქართველო- უკრაინის მეგობრობის, მაგრამ დავითი იყო ყველაზე დიდი“ - მიხეილ სააკაშვილი კურორტ მირგოროდიდან მიმართვას ავრცელებს

“ეს არის ცნობილი უკრაინული კურორტი - მირგოროდი, უკრაინის ცენტრში და ეს არის დავით გურამიშვილი, დიდი ქართველი და ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო უკრაინის და საქართველოს მეგობრობის.
დავით გურამიშვილი იყო ადამიანი, ვინც სამშობლოს ბედუკუღმართობის გამო გადაიხვეწა უცხოეთში.
რამდენიმე ათეული წელი - 50 წელი იცხოვრა უკრაინის ამ ლამაზ ქალაქში და დატოვა ძალიან დიდი კვალი.
საქართველოს არა ყავს დასაკარგი შვილები!..
ყველა ნიჭიერი ქართველი, უნდა დაირაზმოს, ჩავიდეს საქართველოში, დაუდგეს გვერდზე საქართველოს და ამოათრიოს ჭაობიდან ქვეყანა და აქციოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ!
და ეს ჩვენ აუცილებლად გამოგვივა! ჩვენი გამარჯვება არის სულ ახლოს!..“- მიმართავს მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს.